|
2017-02-26 10:26:00, 2267 ნახვა
სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო-სათხილამურო უსაფრთხოების კურსი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავსტრიელი ექსპერტების მიერ ორგანიზებული სამთო-სათხილამურო სწავლების მეორე ეტაპი გაიარეს. შსს-ს ინფორმაციით, ტრენინგს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, ავსტრიის პოლიციის ატაშე კარლჰაინს გორტანო, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამთო პოლიციის ხელმძღვანელი ჰანს ებნერი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. უწყების ინფორმაციით, სწავლების მიზანია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და გამოცდილების გაღრმავება. ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს სხვადასხვა დანიშნულების სამთო-სათხილამურო აღჭურვილობა საჩუქრად გადასცეს. ტრენინგის დასასრულს, მინდია ლორთქიფანიძემ ავსტრიულ მხარეს მხარდაჭერისა და სამთო-სათხილამური სფეროში გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა, სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)