|
2017-02-24 09:32:40, 2286 ნახვა
სამართალი
შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დამატებითი სერვისები დაინერგება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პირობების გაუმჯობესებისა და სათანადო სერვისით უზრუნველყოფის თემაზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის მონაწილეებმა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობა, ახლად დამტკიცებული რეგულაციები და დანერგილი სიახლეები განიხილეს. ღონისძიებაზე გაიმართა ახალი პროექტის პრეზენტაცია, რაც დაკავებული არასრულწლოვნებისა და ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებას გულისხმობს. კონფერენცია ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და დახურილი ტიპის დაწესებულებებში“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი იყო საქართველოს შს სამინისტროს მხარდაჭერა, დროებითი მოთავსების იზოლატორების შესაძლებლობების განვითარების კუთხით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)