|
2017-02-23 09:42:06, 2509 ნახვა
სამართალი
ადვოკატები პროკურატურას დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ბრალდებულის დაკითხვის მოთხოვნით დღეს მთავარ პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართავენ. უფლებადამცველების განცხადებით, დეკანოზი მზად არის ჩვენება მისცეს, რის შემდეგაც მათივე თქმით, ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. „მამა გიორგი გამოძიებას დეტალურად მისცემს ჩვენებას თუ ვისგან რატომ, რისთვის, როდის აღმოჩნდა მის საცხოვრებელ ბინაში აღნიშნული იარაღი. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, თუ საშუალება ეძლევათ ბრალდების მხარის მოწმეებს და საპატრიარქოში მისვლა და გარკვეული ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ, მაშინ რატომ არ გვაქვს ჩვენ ეს უფლება და რატომ გვაქვს ჩამორთმეული. რა რეკომენდაციებს აძლევენ ამის საწინააღმდეგოდ,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე რამდენიმედღიანი მკურნალობისა და გამოკვლევების შემდეგ ჩაფიძის კლინიკიდან გუშინ ისევ ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)