03:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 15:02:34, 447 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საკითხზე მთავრობის სპეციალური სხდომის გამართვისთვის ხელშემშლელ გარემოებას ვერ ვხედავ

"ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე მთავრობის სპეციალური  სხდომის გამართვისთვის  ვერანაირ ხელშემშლელ გარემოებას ვერ ვხედავ",-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"მთავრობის მიმართ იყო საქართველოს პრეზიდენტის წინადადება, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე გამართულიყო სპეციალური სხდომა.  ასეთი სხდომის გამართვისთვის ვერანაირ ხელშემშლელ გარემოებას ვერ ვხედავ",-განაცხადა მინდია ჯანელიძემ და აქვე დასძინა, რომ  პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ პარლამენტში განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ თავდაცვის სამინისტროს ნატო-ს პაკეტის იმპელემენტაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება რამდენჯერმე სთხოვა,  თუმცა პასუხი არ მიუღიათ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics