|
2017-02-18 15:27:28, 2027 ნახვა
სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მას პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების გაკეთებას სთხოვენ
ადვოკატ გიორგი ფანცულაის განცხადებით, მას პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების გაკეთებას სთხოვენ. ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა ჩაფიძის კლინიკაში მისვლისას განაცხადა. როგორც ფანცულაიამ აღნიშნა, დიკანოზ გიორგი მამალაძის საქმიდან პოლიტიკური კარიერის გაკეთებას არ აპირებს. "ამ დღეებში ჩემი ამ საქმეში მონაწილეობის თაობაზე გაკეთდა არაერთი განცხადება, თუ ვისი მეშვეობით შეიძლება ჩავრთულიყავი ამ საქმეში, რატომ არ ვაკეთებ ანგაჟირებულ განცხადებებს. ამ სიტყვების ადრესატებმა გაიგონ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიმიჯნოს ადვოკატობა და პოლიტიკა, მე ამ საქმიდან არ ვაპირებ პოლიტიკური კარიერის გაკეთებას", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. ამასთან, ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ მოითხოვა მისგან პოლიტიკური განცხადებების კეთება. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)