Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

" />
16:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 11:23:27, 3731 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა CNN-ს, NBC-ს და The New York Times-ს ამერიკელი ხალხის მტრები უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რამდენიმე ამერიკულ ტელეკომპანია NBC-ი, ABC-ი, CBS-ი და CNN-ი, ასევე  გაზეთი The New York Times-ს ამერიკელი ხალხის მტრები არიან, - ამის შესახებ დონალდ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

ამასთან, 16 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის მაიკლ ფლინის გადადგომაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა CNN-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელება დააბრალა. პრეზიდენტმა ასევე მედიას უსაყვედურა, რომ ახალი ადმინისტრაციის საქმიანობის დადებით შედეგებს არ აშუქებენ.

„მე ვრთავ ტელევიზორს, ვშლი გაზეთებს და ვხედავ, რომ ჩვენს მუშაობას აფასებენ, როგორც ქაოსს. სინამდვილეში კი, ყველაფერი პირიქითაა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა მაიკლ ფლინმა თანამდებობა  14 თებერვალს დატოვა. ფლინმა აღიარა, რომ თეთრ სახლს არასრული ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ში რუსეთის ელჩთან სერგეი კისლიაკთან კონტაქტების შესახებ და ამის გამო პრეზიდენტ ტრამპს ბოდიში მოუხადა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics