00:14 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 18:00:15, 2667 ნახვა

სამართალი
TDI: აუცილებელია, დაცვის მხარეს მოეხსნას შეზღუდვები ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ყურადღებით ადევნებენ თვალს გიორგი მამალაძის დაკავების გარშემო შექმნილ ვითარებას და საპატრიარქოს მესვეურთა მხრიდან გამოთქმულ მძიმე ურთიერთბრალდებებს.

„მიგვაჩნია, რომ დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, სამართლდამცველმა ორგანოებმა საზოგადოებას მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საპროცესო ღონისძიებების შესახებ, ხოლო დაცვის მხარეს მოეხსნას ბრალდების მხარის მიერ დაწესებული შეზღუდვები ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთანავე, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი გამოთქვამს მზადყოფნას, სურვილის შემთხვევში, სამართლებრივი დახმარება გავუწიოს დაკავებულ გიორგი მამალაძეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics