|
2015-04-01 12:36:30, 1223 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახური დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს შეახსენებს, რომ დეკლარაციის შევსება 30 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი
შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრებში დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციის ატვირთვის გამო, სისტემა გადატვირთულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ხატია მოისწრაფაშვილმა განუცხადა. მოისწრაფაშვილი დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს მიმართავს, რომ დეკლარაციის შევსების დღეზე არ არის დამოკიდებული დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. მისივე განარტებით, ამ პირებს დეკლარაციის შევსების შესაძლებლობა 30 სექტემბრამდე ექნებათ. "დღეს დაიწყო დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. უკვე 01:01 საათისთვის ატვირთული იყო 3 000-ზე მეტი დეკლარაცია. ამწუთებში ძალიან დიდი რიგებია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში, ასევე საბანკო დაწესებულებების ფილიალებში. მინდა, მოვუწოდო და თხოვნით მივმართო დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს, რომ შევსების დღეზე არ არის დამოკიდებული დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. ასე მხოლოდ ვაფერხებთ სისტემას. ხელს ვუშლით მის გამართულ მუშაობას. ვცეთ ერთმანეთის საქმიანობას პატივი.დაუბეგრავი მინიმუმით დასაბრუნებელი თანხა ყველა მოსარგებლე პირს დაუბრუნდება",-განაცხადა ხატია მოისწრაფაშვილმა. მისივე თქმით, შემოსავლების სამსახურს აქვს სიახლე, რომლის თანახმადაც, დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარაციას რიგითი ნომერი მიენიჭება, რაც ნიშნავს, რომ პირებს, რომლებმაც დეკლარაცია შეავსეს, შეეძლებათ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით იმ დღის მონაცემები აკონტროლონ, რომელ დეკლარაციებსაც თანხა დაუბრუნდათ. ცნობისთვის, დეკლარირება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ან/და მითითებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, თქვენ მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაგიბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ“ დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში.'
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)