23:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-12 12:35:37, 2079 ნახვა

სამართალი
იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანის უზენაეს სასამართლოს ეწვია, სადაც მას თავმჯდომარე რამიზ რზაევმა უმასპინძლა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრს სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა და მისი ფუნქციონირების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრმა და სასამართლოს თავმჯდომარემ ორ ქვეყანაში სასამართლოს სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს; კერძოდ, საუბარი შეეხო სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემას, მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობას, ასევე, ანტინარკოტიკულ პოლიტიკას და სხვ.

იუსტიციის მინისტრის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანში 10 თებერვალს დაიწყო. თეა წულუკიანი ბაქოში აზერბაიჯანელი კოლეგის მიწვევით ჩავიდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრთან, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებთან, არასამთავრობო სექტორთან. მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის, ხსოვნას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics