|
2015-03-31 15:56:17, 2408 ნახვა
სხვადასხვა
JAZZ ფესტივალის დაკსვნით დღეს SNOOP DOGG იმღერებს
საქართველოში ცნობილი ამერიკელი მომღერალი , მსახიობი და შოუ–მენი SNOOP DOGG ჩამოდის. ამის შესახებ თიბისი ბანკში შავი ზღვის ჯაზფესტივალთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. როგორც „ისთერნ პრომოუშენს“-ის დირექტორმა გიორგი კერესელიძემ განაცხადა, SNOOP DOGG რიგით მე–9 ჯაზფესტივალის დასკვნით დღეს იმღერებს. „SNOOP DOGG მსმენელის წინაშე ახალი პროგრამით გამოვა. პრაქტიკულად ეს იქნება მისი ახალი დისკის პრეზენტაცია. ამ დისკის პრომოდირებას ემსახურება მისი ევროტური და გვიხარია, რომ ამ ტურის ფარგლებში ბათუმმა ერთ–ერთი ადგილი დაიკავა“, – აღნიშნა კერესელიძემ. ცნობილი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და შოუ-მენი SNOOP DOGG დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. 1993 წლიდან დღემდე, მომღერალს სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლბეთან ერთად 12 ალბომი აქვს გამოშვებული. SNOOP DOGG-ის კარიერაში, მის ყველაზე წარმატებულ ალბომად „დოგი-სთაილი“ ითვლება, რომლის 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი გამოსვლისთანავე გაიყიდა. 2013 წლის აპრილში, მომღერალმა პირველი რეგის ჟანრის ალბომი - „Reincarnated“ ჩაწერა და ამჯერად, საკუთარ თავს, SNOOP DOGG-ის ნაცვლად SNOOP-LION უწოდა. რეგის ჩარტებში აღნიშნული ალბომი პირველ ადგილს გამოსვლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდა. ცნობისთვის, 23–26 ივლისს ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე რიგით მე–9 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიმართება, რომელშიც, ტრადიციულად, მონაწილეობას მსოფლიო ვარკვლავები მიიღებენ : George Clinton Parliament Funkadelic, Liv Warfield feauturing the NGP Hornz, Lisa Stansfield, Snoop Dogg.
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)