15:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 13:14:03, 2691 ნახვა

მსოფლიო
ფრანსუა ფიიონმა საფრანგეთის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

საფრანგეთის „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა ფრანგებს ბოდიში მოუხადა, იმის გამო, რომ მისი მეუღლე თანაშემწის სტატუსით ანაზღაურებას იღებდა, - ამის შესახებ France24 იუწყება. 

თუმცა, ფიოონის თქმით, ის კანონიერად მოქმედებდა.

"მე აშკარა თავდასხმის იბიექტი გავხდი, თუმცა  ჩემი ცოლის დასაქმება სავსებით კანონიერია", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ფიიონი იმისთვის გააკრიტიკეს, რომ ის ცოლს გასამრჯელოს იმ საქმიანობისთვის უხდიდა, რაც არ შეუსრულებია. მან ბიუჯეტიდან თვეში ხელფასის სახით 3 677 ევრო მიიღო. 

ფიიონმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა: „დიდ ბოდიშს ვიხდი, ის, რაც გუშინ დასაშვები იყო, დღეს აღარ შეიძლება მოხდეს". 

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია, შეცდომების აღიარება და საჭიროების შემთხვევაში ბოდიშის მოხდა. 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება. გამოკითხვის მიხედვით მემარცხენე კანდიდატს ემანუელ მაკრონს ყველა შანსი აქვს, რომ მემარჯვენე ნაციონალისტს მარინ ლე პენს გაუსწროს. "რესბუბლიკელი" ფიიონი კი წინასაარჩევნო კამპანიაში ჯერჯერობით მესამე პოზიციაზეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics