|
2015-03-31 14:27:53, 419 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: უმცირესობის უფლებათა დაცვა პირდაპირი და უპირობო კონსიტუციური ვალდებულებაა
უმცირესობის უფლებათა დაცვა თითოეული სახელმწიფო მოხელის პირდაპირი და უპირობო კონსიტუციური ვალდებულებაა. - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მრგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისივე შეფასებით უმცირესობათა დაცვის უფლება საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ისტორიული ტრადიციით არის გამყარებული. „მსურს გავიხსენო ქალბატონ ნინო გოგუაძის სიტყვები მისი შთამბეჭდავი საპარლამენტო გამოსვლიდან: ‘ჩვენ, კანონმდებლებს, ყველა ფეხის ნაბიჯზეუნდა გვახსოვდეს, რომ თუ სახელმწიფოში შესაძლებელი გახდა რაიმე ჯგუფის, რაიმე უმცირესობის უფლებების დარღვევა, მაშინ ასეთ სახელმწიფოში შესაძლებელი, დასაშვები და მეტიც, გარდაუვალი გახდება მთავარი უმცირესობის უფლებების დარღვევა და ეს მთავარი უმცირესობა კი არის ერთი ცალკეული ადამიანი, ანუ ყოველი ჩვენგანი. ყოველი ჩვენგანი არის ერთი ადამიანი და ის უკიდურეს უმცირესობაშია ყოველთვის, რომელ უმრავლესობასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ამა თუ იმ მომენტში’“ -დასძინა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის შეფასებით, საჭიროა ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების სწორი, ეფექტური მოქმედება, რომელიც მკაფიოდ განაცხადებს: სახელმწიფო არ შეიწყნარებს უფლებათა ხელყოფის უმცირეს გამოვლინებასაც კი. ამავე დროს, მიზნად უნდა დავისახოთ დისკრიმინაციის წარმომშობ მიზეზთა აღმოფხვრა. პრობლემა ხომ არა მხოლოდ უშუალოდ ძალადობაა, არამედ აზროვნების ის ფორმა, რომლითაც ხდება ადამიანთა დისკრედიტაცია და სტიგმატიზება პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებათა, სექსუალური ორიენტაციის, ავამდყოფობის, შეზღუდულ შესაძლებლობათა თუ ქრომოსომების რაოდენობის გამოც კი. -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)