15:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 14:25:35, 2483 ნახვა

მსოფლიო
ამერიკის კონგრესში დემოკრატები ტრამპის რუსეთთან კავშირების თაობაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

ამერიკის კონგრესში დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელი, ნენსი პელოსი გამოძიების ფედერალურ ბიუროს მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რუსეთთან ურთიერთობები შემოწმდეს,-ამის შესახებ ნენსი პელოსმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, რუსეთთან ფინანსური, პირადი და პოლიტიკური კავშირები უნდა შემოწმდეს.

"მინდა რუსეთთან ტრამპის ურთიერთობების შესახებ ვიცოდეთ. მათ რუსეთთან ფინანსური, პირადი და პოლიტიკური კავშირები უნდა გამოიძიონ. გვინდა, რომ საგადასახადო დეკლარაციებსაც გავეცნოთ ", - განაცხადა პელოსმა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ზაფხულში, FBI-მ ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყო. აგენტებმა ტრამპის რუსულ ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან შესაძლო ფინანსური კავშირები გამოიკვლიეს. თუმცა, რაიმე სახის პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება ვერ იპოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics