15:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-04 14:22:57, 2804 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი „კოკა-კოლას“ მექსიკაში მისი პროდუქციის წარმოების შეჩერებას სთხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კომპანია „კოკა-კოლას“ თხოვნით მიმართავს, მექსიკისა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში მისი პროდუქციის წარმოება შეაჩეროს, ან მინიმუმამდე შეამციროს, - ამის შესახებ პორტალი Denuncia leaks იუწყება

პორტალის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის შესაძლო ზრახვები Coca-Cola-ს კრიტიკას უკავშირდება, რომელმაც თეთრი სახლის ხელმძღვანელის, ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა გააპროტესტა.

Coca-Cola-მ ინტერნეტში კამპანია დაიწყო, სახელწოდებით #OrgullosoDeSer (ამაყი უნდა იყო), რაც მიზნად ისახავს ყველას აჩვენოს, რომ აშშ-ში მყოფი ლათინური ამერიკის წარმომადგენლები საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობით ამაყობენ.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექსიკელი აქტივისტები ქვეყანაში ამერიკიდან იმპორტირებული საქონლისა და პროდუქტების ბოიკოტირების მოთხოვნით კამპანიას იწყებენ. აქტივისტების გადაწყვეტილება მექსიკასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოლიტიკას უკავშირდება, რომელმაც ქვეყნის საზღვართან კედლის აშენების ბრძანებას ხელი მოაწერა.

ზოგიერთი აქტივისტი ასევე ისეთი ამერიკული კომპანიის ბოიკოტირებას მოითხოვს, როგორიცაა McDonalds, Walmart და Coca-Cola. შესაბამისი მოწოდება უკვე პოპულარული გახდა, სახელწოდებით #AdiosStarbucks (მშვიდობით, Starbucks).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics