|
2017-01-23 13:52:45, 850 ნახვა
სამხედრო
ალგეთის პოლიგონზე ჩხრეკა-კორდონის ოპერაცია ჩატარდა
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში გადასროლის წინა მომზადების დასკვნით სწავლებებს გადის. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალგეთის საწვრთნელ პოლიგონზე ბატალიონის ერთმა ასეულმა ჩხრეკა კორდონის ოპერაცია განახორციელა. უწყების ინფორმაციით, საველე სწავლებაში 120-მდე ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. საველე წვრთნის დროს 23-ე ბატალიონის სამხერდრო მოსამსახურეები პირობითი სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ. სასწავლო ამოცანების შესრულებისას სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა კალიბრის შეიარაღება და ამერიკული სამხედრო მანქანები გამოიყენეს. სწავლება წინასწარ განსაზღვრული ობიექტის ჩხრეკისა და კორდონის ოპერაციებს მოიცავდა. სწავლების დროს განხორციელდა შემდეგი ამოცანები: კონტაქტზე რეაგირება, დაშავებულთა ევაკუაცია, საინჟინრო, მოტორიზებული და ქვეითი პატრული და ასე შემდეგ. გადასროლის წინა მომზადების მიმდინარეობას ქართველი და აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინსტრუქტორები აკვირდებოდნენ. 23-ე ბატალიონი საქართველოში მომზადების დასრულების შემდეგ გერმანიაში გაემგზავრება სადაც საბოლოო შეფასებას გაივლის. ქვედანაყოფი ავღანბეთში ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს შეასრულებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)