15:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 13:23:31, 2811 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის 26 კონგრესმენი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში 26 დემოკრატი კონგრესმენი ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

კონგრესმენები ერთ-ერთ მიზეზად ტრამპის მწვავე განცხადებებს ასახელებენ, როდესაც ახლადარჩეული პრეზიდენტი კონგრესმენ ჯონ ლუისს აკრიტიკებდა.

ლუისი მრავალი წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების უფლებების დამცველია და ბევრი ამერიკელისთვის გმირის სტატუსით სარგებლობს. 1965 წელს აშშ-ის რამდენიმე შტატში ლუისი ფერადკანიანი ამომრჩევლების უფლებებს იცავდა. არჩევნების შემდეგ ჯო ლუისმა ტრამპს "არალეგიტიმური პრეზიდენტი" უწოდა.

ტრამპის მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ კონგრესმენებმა გადაწყვიტეს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაში მონაწილეობა არ მიიღონ. მედიის ცნობით, ასეთი კონგრესმენების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

როგორც BBC წერს, ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაში მონაწილეობაზე რამდენიმე ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმაც თქვა უარი. არსებული ინფორმაციით, ინაუგურაციაში მონაწილეობას ამერიკული „ნიჭიერის“ ფინალისტი, 16 წლის ჯეკი ივანკო, სამხედრო მარშის ორკესტრი და Radio City Rockettes-ის მოცეკვავეები მიიღებენ, თუმცა რამდენიმე მოცეკვავემ ღონისძიებაში ჩართულობაზე უარი უკვე განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics