22:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 20:20:45, 2035 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების მიმართ განრიდების გადაწყვეტილება მიიღო

დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების მიმართ დღეს პროკურატურამ განრიდების გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, ნიკა ნარსია, კახა გაბუნია და მირიან დეისაძე 2015 წლის 2 ოქტომბერს, ქუთაისის პარლამენტის შენობასთან, "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტიდან მეორე დღეს დააკავეს.

მათგან მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას ჯგუფური ხულიგნობა ედებოდათ ბრალად, ხოლო ნიკა ნარსიას ჯგუფური ხულიგნობა ცივი იარაღის გამოყენებით.

ამ საქმეზე მათ პატიმრობაში 3 თვე გაატარეს.

როგორც თავად აცხადებენ, ისინი ორი კვირის წინ პროკურატურაში დაიბარეს და აღიარებითი ჩვენების მიცემა შესთავაზეს, რაზეც სამივე მათგანისგან კატეგორიული უარი მიიღეს.

არსებული ინფორმაციით, დღეს საგამოძიებო ორგანომ მათ განუცხადა, რომ დავით ლორთქიფანიძეს მათ მიმართ პრეტენზია არ აქვს და პროკურატურა სასამართლოს მიმართავს საქმის გამოთხოვის თაობაზე.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებული ნიკა ნარსია აცხადებს, მათ მხოლოდ 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics