00:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 11:23:54, 523 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მომზადება დასრულდა

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მომზადება დასრულდა.

ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას საგარეო და საშინაო საკითხებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს თემებზე გაამახვილებს. პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება 31 მარტს 13:00 საათზე დიწყება.

"პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მომზდება,  რომელიც კონსტიტუციის შესაბამისად,  ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება, დასრულდა. მოხსენებაში განხილული იქნება საგარეო, თუ საშინაო საკითხებთან დაკავშირებული  ის უმნიშვნელოვანესი თემები, როგორებიცაა, მაგალითისთვის-საგარეო და უშიშროების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები, ეკონომიკის პრობლემებთან დაკავშირებული თემები.ასევე, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და პრობლემური საკითხები,  ინსტიტუციური თემატიკა; ინსტიტუტების გაძლიერების, დემოკრატიული  ფასეულობების, ადამიანის უფლებების, სხვადასხვა  ინსტიტუციური რეფორმებისა, თუ შესაბამისად,  სხვა საკითხები. მოხსენებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები ჩვენს მიერ გარკვეულად გავლილია.  ურთიერთობა ჩვენ გვქონდა შესაბამისი პროფესიული წრეების, სამოქალაქო წრეების, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. აქედან გამომდინარე, 31 მარტს, პირველ საათზე,  პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება",-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics