22:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-04 14:02:18, 2176 ნახვა

სამართალი
მაგდა პაპიძის საქმე ხელახლა არ განიხილება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქმრისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძის  საკასაციო საჩივარი  დაუშვებლად ცნო.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე ხელახლა არ განიხილება.  სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

"ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრის შესაგებელში მიუთითებდა, რომ მაგდა პაპიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი ემყარებოდა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და იყო დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი იყო კანონიერი, შესაბამისად არ არსებობდა ვერდიქტის გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2016 წლის ივლისში  ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე  ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო.  მოსამართლემ სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა და პაპიძეს  სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics