|
2016-12-30 20:29:34, 3013 ნახვა
სამართალი
უზენაესმა სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს უზენაესმა სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ „ლიბერალი" ადვოკატ ციალა რატიანზე დაყრდონით იუწყება. მათი ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი ბრალის სამივე ნაწილში დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ გადაწყვეტილება სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, ლევან კოჭლაშვილი საბი ბერიანის მკვლელობის ბრალდების ნაწილში გაამართლა. ცნობისთვის, 25 მაისს საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვითაც ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი საბი ბერიანის მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო, ხოლო დამნაშავედ მიიჩნია ბინაში ხანძრის განზრახ გაჩენის ნაწილში. პროკურატურამ სასამართლოს მეორე ინსტანციის განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მას ბრალი სს კოდექსის 125-ე მუხლითაც ჰქონდა წაყენებული, რომლითაც მას პროკურატურა მოკლული ტრანსგენდერი ქალის ცემაში სდებდა ბრალს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)