21:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 16:55:56, 2715 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით,   1976 წელს დაბადებული ს.გ. თბილისში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან და ე.წ. ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ეხმარებოდა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ „კანონიერ ქურდს“ - კ.გ.-ს ე.წ. ,,ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში.  მისივე მითითებით, დაკავებული სისტემატურად აგროვებდა და ინახავდა ე.წ. ,,ქურდული საერთოსთვის“ განკუთვნილ ფულს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, 30700 აშშ დოლარი, 1000 ლარი, სხვადასხვა ჩანაწერები - ე.წ. „ქურდული საერთოს სიები“ და  ძვირადღირებული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით)",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics