|
2016-12-29 13:57:43, 2044 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: ხელისუფლებას ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა აქვს და იმედია, ვარსკვლავთა განლაგება ამაში დაგვეხმარება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მთავრობის ძალისხმევა ყოველთვის მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდისკენ იქნება მიმართული. ამის შესახებ ციხელაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, თუ რას ელოდება მამლის წლისგან. ციხელაშვილის თქმით, ხელისუფლებას, მათ შორის მამლის, წელში ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა აქვს: „ გინდა იყოს ეს მაიმუნის, მამლის, თუ ნებისმიერი სხვა წელი, ჩვენი ძალისხმევა იქნება მიმართული იქითკენ, რომ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდოს, იყოს მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში,რაც არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი და ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფად განვითარდეს. ხელისუფლებას მათ შორის მამლის წელში აქვს ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა და მე იმედი მაქვს, რომ ვარსკვლავთა განლაგება ამაში დაგვეხმარება»,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)