|
2015-03-26 14:21:46, 473 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: დანაშაული იქნება, რომ საქართველომ ელექტროენერგიის ადგილზე გამომუშავება ვერ მოახერხოს
"პირდაპირი მნიშვნელობით დანაშაული იქნება, რომ საქართველომ, რომელიც მსოფლიოში ჰიდრორესურსების მიხედვით უმდიდრესი ქვეყანაა, ადგილზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ელექტროენერგიის გამომუშავება ვერ მოახერხოს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპრესნიუსის" კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროსგან მეტი განმარტების გაკეთებას ეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, მეტი განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდა. „გეტყვით, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი ეს უნდა იყოს, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. იმ ადამიანებს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ჰესების მშენებლობას, რომლებიც არც გარემოს არ აზიანებს და მითუმეტეს არც მოქალაქის უფლებებს არ არღვევს, მე მინდა მათთვის ვთქვა კიდევ, ჩვენ თუ ფორსირებულად არ ავაშენეთ ჰესები, პატარა, საშუალო, დიდი სიმძლავრის ჰესები, ჩვენ სულ რაღაც 1–2 წელიწადში მოგვიწევს 1 მილიარდი ლარის ღირებულების ელექტროენერგიის შესყიდვა უცხოეთიდან, ეს იქნება დანაშაული პირდაპირი მნიშვნელობით, რომ საქართველო, რომელიც არის უმდიდრესი მსოფლიოში ჰიდრორესურსების მიხედვით, საქართველომ ვერ მოახერხოს ადგილზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ელექტროენერგიის გამომუშავება, ეს იქნება დანაშაული, მე არ ვაპირებ, როგორც მთავრობის მეთაურმა ეს პასუხისმგებლობა ავიღო და ვალდებულება, თუ განმარტება არ არის საკმარისი, მოვუწოდებ ენერგეტიკის სამინისტროს, გარემოს სამინისტროს, რომ ნებისმიერ ჰესთან მიმართებაში, განმარტება გააკეთოს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)