21:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-24 16:37:47, 2418 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ხეზე კვეთის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულებმა ხეზე კვეთის კურსი დაასრულეს.

კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ. კურსის მონაწილე არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სერტიფიკატები სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა - ნუგზარ კანდელაკმა და შორენა შიუკაშვილმა გადასცეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ლეილა აფციაურის შეფასებით, მსგავსი სახის სასწავლო და პროფესიულ კურსებში ჩართვა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათ რესოციალიზაციას უწყობს ხელს.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები არაერთი მიმართულებით წარმატებით თანამშრომლობენ, რაც უპირველესად, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს“, - განაცხადა ლეილა აფციაურმა და იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების სახით მომავალშიც გაგრძელდება.

ხეზე კვეთის კურსები არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეწყობით, საქველმოქმედო-ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ წარმართა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics