14:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 09:05:01, 2638 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

უკრაინის ხერსონის ადმინისტრაციულ ოლქში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, 20 დეკემბერს, 2 საათის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა 3 ბინა გაძარცვეს. მათ ფული, ოქროს სამკაულები, მობილური ტელეფონები და პლანშეტები მოიპარეს.

ქართველები, რომლებსაც უკრაინაში 2017 წლამდე ცხოვრების უფლება ჰქონდათ, სპეცოპერაციის დროს დააკავეს, ისინი მიმალვას ცდილობდნენ და მათ ნაძარცვი თან ჰქონდათ.

სამართალდამცველების ცნობით, აქვთ მტკიცებულებები, რომ ეს დაჯგუფება უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და ბინებს ძარცვავდა

სააგენტს ინფორმაციით, დაკავებულები 25-დან 30 წლამდე ასაკის არიან, ხერსონში დეკმებრის დასაწყისიდან იმყოფებოდნენ, სადაც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics