|
2016-12-16 18:36:57, 2199 ნახვა
სამართალი
იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ღონისძიებას საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს პროკურატურის სტრატეგია, საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი და პროკურორთა შეფასების სისტემის დოკუმენტი განიხილა, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ წარადგინა. 2015 წელს პროკურატურის რეფორმირების შემდეგ პროკურატურის სტრატეგიის, პროკურორების შეფასების სისტემისა და ეთიკის კოდექსის მიღება კიდევ ერთი ნაბიჯია პროკურატურის რეფორმირების გზაზე. წინა რეფორმაც სწორედ ამ საბჭოს ფარგლებში მომზადდა, რომლის შედეგადაც:
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 23-ე სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)