21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 09:35:37, 2266 ნახვა

სამართალი
შსს-მ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1954 წელს დაბადებული თ.გ. განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნით დათარიღებული ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე ორი უნიკალური წიგნი მოიპარა. ამის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბიბლიოთეკაში სხვა წიგნები დატოვა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 183-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics