|
2016-12-14 18:06:40, 1873 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
კულტურის მინისტრი: გელათში ფრესკებს განადგურება არ ემუქრებათ
კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, გელათის მონასტერში ჩასულ წვიმას ფრესკებისთვის დიდი ზიანი არ მიუყენებია. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე გელათზე დროებითი გადახურვაა გაკეთებული და ამ წუთებშიც იქ სამუშაოები მიმდინარეობს. „როგორც იცით გელათში ძალიან დიდი სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სრულიად ახალი ტიპის გადახურვა კეთდება, მოჭიქული კრამიტით. წყალმა გაჟონა იმ ნაწილში, სადაც ძველი სახურავი არის დარჩენილი, თუმცა ძალიან ოპერატიული რეაგირება იყო. შეჩერებულია წყალი, გაკეთებულია დროებითი გადახურვა. ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამუშაოები, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს. თუმცა ძალიან რთული პირობებია, ძლიერი თოვაა და სწორედ ამის გამო რთულდება ამ სამუშაოების ჩატარება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ფრესკებს არ ემუქრება განადგურება. მე პირადად ვესაუბრე იქ მომუშავე ადამიანებს. დიდი ზიანი არ გამოუწვევია იქ ჩასულ წყალს, ასე რომ ნამდვილად არ არის ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, როგორიც დღის განმავლობაში ვრცელდება”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღიანი ძლიერი წვიმის შედეგად, გელათის სამონასტრო კომპლექსში წყალი ჩავიდა, რამაც ფრესკები დააზიანა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)