|
2016-12-12 19:01:21, 2656 ნახვა
სამართალი
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინგლისში ჩატარებულ სასამართლოზე, ვანო ჩხარტიშვილის სახელით, მისივე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო ჩხარტიშვილმა უსინდისოდ მიითვისა ბადრი პატარკაციშვილის ქონება. ეს დასკვნა ინგლისის სასამართლოს არ შეუცვლია. ვანომ მხოლოდ შეძლო გაერთულებინა მისგან თანხის ამღების პროცედურა, საქართველოში სარჩელის ხანდაზმულობის ცნების გამოყენებით. ჩვენ ვაპირებთ, ინგლისში, ამ ტექნიკური გადაწყვეტილების გასაჩივრებას“, - ნათქვამია განცხადებაში. პატარკაციშვილის ოჯახი ინგლისელი ადვოკატების კომენტარსაც ავრცელებს: „ვანოს ჩვენება სრულად შემოწმდა ინგლისის სასამართლოში და ის თაღლითურად იქნა ცნობილი. ამასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ვანომ შეძლო მიეღწია წარმატებისთვის დამატებითი დაცვის შექმნაში, მისი ქმედებების გამო ფულის გადახდის თავიდან არიდებაში, მაგრამ ვანოს ქმედებებს, ინგლისის სასამართლო, კვლავ თაღლითურად მიიჩნევს. ჩვენთვის გაუგებარია ის განცხადება, რომელიც ვანოს ინგლისელმა ადვოკატებმა გაავრცელეს, იმის შესახებ, რომ ინგლისის სააპელაციო სასამართლომ ვითომ გააუქმა ეს დასკვა“.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)