|
2015-03-24 20:09:51, 780 ნახვა
სამართალი
შსს-მ თბილისი-წითელი ხიდის 37-ე კილომეტრზე მომხდარი მკვლელობის და ყაჩაღობის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის ბრალდებით ხუთი პირი: 1996 წელს დაბადებული ჯეიხუნ გ, 1991 წელს დაბადებული ჩარკაზ მ, 1988 წელს დაბადებული ადილ კ, 1985 წელს დაბადებული ზაურ მ. და 1987 წელს დაბადებული მერაბ მ. დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 22 მარტს, დაახლოებით 21:00 სთ-ზე, თბილისი-წითელი ხიდის 37-ე კილომეტრზე 2 ავტომანქანით მოძრაობდნენ, თავს დაესხნენ იმავე მაგისტრალზე მოძრავი „მერსედესი“-ს მგზავრებს. "აღნიშნულ ავტომანქანაში აზერბაიჯანის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ბრალდებულებმა ერთ-ერთი მგზავრი - 1980 წელს დაბადებული ნარიმან მ. ცივი იარაღით დაჭრეს, ავტომანქანიდან 160 ათასი აზერბაიჯანული მანათი, 45 ათასი ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნარიმან მ. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ხუთივე ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)",-განმარტავენ შსს-ში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)