|
2015-03-24 18:50:37, 426 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას წმინდა წყლის სპეკულაციას უწოდებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას წმინდა წყლის პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს. პარტიის განცხადებაში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სს „საქართველოს სათბურის კორპორაციისთვის“ სახელმწიფოსგან ქონების გადაცემის თაობაზე იყო აღნიშნული. "მე ძალიან მაკვირვებს ის ორმაგი სტანდარტები, რომლის მომსწრეც ყველანი გავხდით. ჯერ ერთი, პირდაპირი მიყიდვების პრაქტიკა და სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემა დაიწყო წინა ხელისუფლების დროს. მე შემიძლია წარმოგიდგინოთ იმ კომპანიების დიდი სია, რომლებსაც გადაეცათ ქონებები პირდაპირი მიყიდვის წესით, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომსწრე ვართ რამდენიმე თვის განმავლობაში კამპანიისა და სპეკულაციისა, თუ რატომ არ დებს ბიძინა ივანიშვილი ინვესტიციებს, რატომ არ ახორციელებს უცხოური ვალუტით ინვესტიციებს იმისთვის, რომ გამყარდეს ეროვნული ვალუტა და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენს მიერ გადაცემულ ამ მიწაზე 45 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი, ასზე მეტი ადამიანი უკვე დასაქმებულია და ათ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა უკვე განხორციელებული. საჯაროდ ვაცხადებ: თუ ვინმე არა ამ პირობებით, არამედ ამის ნახევარი პირობებით განახორციელებს სოფლის მეურნეობაში, სასათბურე მეურნეობაში ინვესტიციას, მთავრობა მზად არის, არა მხოლოდ სიმბოლურ ფასად გადასცეს ქონება, არამედ განახორციელოს ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა (რომელიც სხვათაშორის, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გაგვიკეთებია) მიუყვანოს გაზი, წყალი, ელექტროენერგია, ასევე გზა. ეს არის მთავრობის პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ჩვენ ვახორციელებთ ნებისმიერი ინვესტორის მიმართულებით. რაც შეეხება კომპანიას, რომელიც ნახსენები იყო, აქაც იყო არასწორი ინფორმაცია- ეს არის თანაინვესტირების ფონდის შვილობილი ორგანიზაცია და ამ პროექტში მფლობელები არიან როგორც ქართული, ასევე ფრანგული კომპანიები. ამიტომ ეს იყო ფაქტების სრული დამახინჯება და წმიდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)