19:40 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 12:33:14, 2275 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კალაძე სამთავრობო გუნდში შესაძლო დაპირისპირებაზე ინფორმაციას „სისულელეს" უწოდებს

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სამთავრობო გუნდში შესაძლო დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს.

„ეს არასწორი ინფორმაციაა, სისულელეა“, - აღნიშნა კალაძემ.

კალაძეს ასევე უწყებაში ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით ჰკითხეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხარჯები შემცირდება, თუმცა რა მიმართულებით ამას არ აკონკრეტებს.

„ჩვენ დავაანონსეთ ხარჯების შემცირება. კონკრეტულად ყველა უწყება  და მისი ხელმძღვანელი თვითონ გადაწყვეტს რა მიმართულებით დაიზოგება ხარჯები. ვფიქრობ ადამიანების გაშვება ყველაზე ბოლო მიმართულებაა, სხვა მიმართულებებით  შესაძლებელია ხარჯების შემცირება, დარწმუნებული ვარ ეს ასეც მოხდება“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics