22:58 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 15:22:08, 530 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა სინგაპურის რესპუბლიკის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სინგაპურის რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრის ლი კვან იუს გარდაცვალების გამო პრეზიდენტ ტონი ტან კენგ იამს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

„ნება მიბოძეთ ქართველი ხალხის სახელით ღრმა მწუხარება გამოვთქვა უდიდესი სახელმწიფო მოღვაწისა და ლიდერის, მისი აღმატებულება ლი კვან იუს გარდაცვალების გამო. ეს დიდი დანაკლისია არა მარტო სინგაპურელი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. ბატონი ლი კვან იუ იყო გამორჩეული ლიდერი, რომელმაც თავისი ხალხისათვის თავდადებული მსახურებით სინგაპური მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებულ და აყვავებულ სახელმწიფოდ აქცია. დარწმუნებული ვარ, რომ თაობები მის სახელს საუკუნეების განმავლობაში არ დაივიწყებენ. ვიზიარებ ბატონი ლი კვან იუს ოჯახისა და სინგაპურელი ხალხის მწუხარებას ამ მძიმე დანაკლისის გამო“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics