18:53 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 16:06:21, 1765 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი აუდიტზე: სამწუხაროა, რომ ამ სტრუქტურას არასასურველი პარტიების დასასჯელად იყენებენ

ფრაქცია  „საქართველოს პატრიოტების“ წევრის ირმა ინაშვილის განცხადებით, პარტია „ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“  შემომწირველი უკანონოდ დაჯარიმდა.

ინაშვილის განმარტებით, აღნიშნული მიმართულია იმისაკენ, რომ მსგავსი ტიპის პარტიები ფინანსურად განადგურდნენ.

„მე მგონი, „ქართული ოცნება“ არ დაჯარიმებულა, ხოლო 8000 ლარით დაჯარიმდა  მაშინ როდესაც მილიონებს შეადგენს შემოწირულობა ამ პარტიისადმი. ასევე არ დაჯარიმებულა „ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროა, რომ ეს სტრუქტურა დღესაც არის პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი,  იყენებდნენ  და დღესაც იყენებენ არასასურველი პარტიების დასასჯელად. ვთვლით, რომ ეს ჯარიმა უკანონოა და ეს ჯარიმა არ არის მხოლოდ 180 ათასი. ამას ემატება კიდევ პარტიის ჯარიმა 90 ათასი ლარი და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტიპის პარტია ფინანსურად  უნდა განადგურდეს? ეს არის ზეწოლა ჩვენი ტიპის პარტიების წინააღმდეგ“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორიგნის ფარგლებში აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ჯამში 250 000 ლარის ჯარიმა დააკისრა. მათ შორის "საქართველოს  პატრიორტთა ალიანსს“.

აუდიტის სამსახურმა პარტიის შემომწირველი და წევრი კონსტანტინე მორგოშია  183 000 ლარით დააჯარიმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics