20:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 10:26:13, 1802 ნახვა

სამართალი
პანორამა თბილისის საქმეზე სასამრთლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორამა თბილისის" საქმეზე მთავარი სხდომა გადაიდო.

 ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში მესამე პირად ჩართული იყო „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო", რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრის წესით გაასაჩივრა.

"სააგენტოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების კერძო საჩივრის წესით გასაჩივრება, აჭიანურებს პროცესს და მნიშვნელოვნად ამცირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემჭიდროვებულ ვადებში მიღების შესაძლებლობას",-აცხადებენ საიაში.

თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელს განიხილავს, რომლითაც მოთხოვნილია ,,პანორამა თბილისის" პროექტის ფარგლებში გაცემული მშენებლობის ნებართვების ბათილობა.

კერძოდ, საია ითხოვს იმ ბრძანებების უკანონოდ ცნობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა მრავალფუნქციური სასტუმრო-კომპლექსის ,,სოლოლაკის ბაღები"-ს და ,,სოლოლაკი ს მაღლობი"-სმშენებლობა. 

დავაში მოპასუხე მხარეებს წარმოადგენენ სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტრო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics