|
2015-03-20 20:55:56, 748 ნახვა
საზოგადოება
თბილისში სუპერ თასი ოფიციალურად წარადგინეს
ფეხბურთში ევროპის სუპერ თასის გათამაშებამდე 143 დღით ადრე, პრესტიჟული მატჩის მთავარი სიმბოლო - სუპერ თასი ოფიციალურად დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ წარადგინეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და თბილისში უეფას სუპერ თასის ოფიციალური ელჩი, ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე ესწრებოდნენ. დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წელს თბილისი და მთელი საქართველო საერთო ევროპული მასშტაბის სპორტულ მოვლენას – ფეხბურთში ევროპის სუპერ თასს უმასპინძლებს. „საქართველოს დედაქალაქში უეფას სუპერ თასის გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისი, ისევე, როგორც მთელი ჩვენი ქვეყანა, ევროპული სამყაროს განუყოფელი ნაწილია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო უეფას ხელმძღვანელობას ამ დიდი ნდობისათვის, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გავამართლებთ. თბილისის მერია მზადაა, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ევროპელ კოლეგებს, რათა არა მხოლოდ საფეხბურთო მატჩი, არამედ ამ გრანდიოზული მოვლენის ყველა ღონისძიება ჩატარდეს უმაღლეს დონეზე – ისე, როგორც ეკადრება თბილისს, საქართველოს და ჩვენს დიდ საფეხბურთო ტრადიციას“,- აღნიშნა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის რეაბილიტაციისათვის დედაქალაქის მერია 13 მილიონ ლარს ხარჯავს. სტადიონის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიური ტემპებით მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟდა ახალი ტაბლო, სრულად იცვლება სკამები, მონტაჟდება 52 ახალი პროჟექტორი, გახმოვანების ახალი სისტემა და სამეთვალყურეო კამერები. მიმდინარეობს, ასევე, პირველი იარუსის გამაგრებითი სამუშაოები და ხალხთა ნაკადების გამშვები სისტემის, ანუ ე.წ. ტურნიკეტების მონტაჟი. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დინამო არენის რეაბილიტაცია 2015 წლის ივლისისთვის დასრულდება და დედაქალაქს ექნება ევროპული დონის სტადიონი, რომელიც არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობას შეძლებს. ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ შეხვედრამ ძალიან მაღალ დონეზე ჩაიაროს. „ეს არა მარტო ფეხბურთისთვის, სპორტის მოყვარულთათვის ღირსშესანიშნავი და შთამბეჭდავი დღეა, ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი ნაბიჯი საერთო ევროპული ოჯახისკენ. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა უეფას ხელმძღვანელობას ამ მატჩის ორგანიზებისთვის და მონდომებისთვის, რათა ის კონკრეტულად თბილისში ჩატარებულიყო” - განაცხადა კახა კალაძემ.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)