|
2016-11-11 12:15:15, 1688 ნახვა
ეკონომიკა
ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შშმ ბავშვებისთვის კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე შექმნა
საქართველოს ბანკის ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის, კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე მოაწყო. ფონდმა „სიცოცხლის ხე“ ორგანიზაციას „მზის შვილები“, 150-ზე მეტი დასახელების საგანმანათლებლო და მხატვრული წიგნი, ასევე მოტორიკის განმავითარებელი სათამაშოები, გადასცა. ორგანიზაციას 21 ბენეფიციარი ყავს, დღეიდან ისინი შეძლებენ სპეციალური ავეჯით და თვალსჩინო მასალით აღჭურვილ სივრცეში , სწორედ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, მიიღონ ინკლუზიური განათლება და კიდევ უფრო მეტად მოახდინონ სოციალური ინტეგრაცია. ორგანიზაცია „მზის შვილები“-ს ბენეფიციარები არიან, დაუნის სინდრომის და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები. „სიცოცხლის ხის“ მიერ მოწყობილ ინკლუზიურ საგანმანათლებლო სივრცეში კი სპეციალური სათამაშოების დახმარებით წარიმართება მეცადინეობა, ნატიფი მოტორიკის განვითარებისა და წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის. ამასთან, ინკლუზიური საგანმანათლებლო ოთახის რეორგანიზაცია ადვილად არის შესაძლებელი, მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე. ასევე, სპეციალური მეთოდით არის განლაგებული მრავალფეროვანი სამუშაო მასალები სხვადასხვა სირთულის დავალებების შესასრულებლად. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.tree.ge
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)