|
2016-11-10 16:59:24, 1973 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება
ლარის კურსის ვარდნის მაჩვენებელი დოლართან მიმართებაში ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4773 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4546 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0227 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.6995 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.7236 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0241 ლარი შეადგინა. ცნობისთვის, ლარის კურსის ახალი ისტორიული მინიმუმი 2.4923 ლარი, მიმდინარე წლის იანვარში დაფიქსირდა. მანამდე, ლარის ისტორიაში, კურსის მინიმალური ნიშნული 1999 წლის 23 თებერვალს, 2,4510 იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)