12:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 13:33:36, 1893 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი: ტრამპთან შეხვედრას და ნატოს სამიტზე მის მასპინძლობას მოუთმენლად ველი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრას და ბრიუსელში ნატო-ს 2017 წლის სამიტზე მის მასპინძლობას მოუთმენლად ელოდება.

"ჩვენ უსაფრთხოების ცვალებადი ახალი გარემოს წინაშე ვართ, ჰიბრიდული ომის, კიბერთავდასხმების, ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით. აშშ-ის ლიდერობა მნიშვნელოვანია როგორც არასდროს. ჩვენი ალიანსი ამერიკის უახლოესს მეგობრებს თითქმის 70 წლის განმავლობაში მშვიდობასა და კონფლიქტის პერიდოში აერთიანებდა. ძლიერი ნატო კარგია აშშ-სთვის და ევროპისთვის. ნატო მტკიცედ პასუხობს უსაფრთხოების ახალ ვითარებას. თუმცა ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. მე მოუთმენლად ველოდები ბატონ ტრამპთან მალე შეხვედრას და ბრიუსელში ნატოს მომავალი წლის სამიტზე მის მასპინძლობას", - ნათქვამია სტოლტენებრგის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics