11:21 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 12:18:15, 1889 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
დავითაშვილი: მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს კომში დაემატა

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროგრამა „დანერგე მომავალში“ ცვლილება განხორციელდა.

დავითაშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში, მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტსში კომში შევიდა. ხოლო კენკროვანი ხილი, ჟოლო და მაყვალი აღნიშნულ  კომპონენტს მთელი საქართველოს მასშტაბით დაემატა.

 „დღეს განხორციელდა ცვლილება „დანერგე მომავალში“, რომელიც ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების გაშენებას მთელი საქართველოს მასშტაბით ნახევრად ინტენსიური და ინტენსიური ბაღების მშენებლობას, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ თითოეული ფერმერის კეთილდღეობა გაიზარდოს, მრავალწიანი კულტურები მეტი შემოსავლის მომტანია 1 ჰექტარ ტერიტორიაზე. ეს პროექტი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს უკვე და 1 500 ჰა-ზე მეტი ნახევრად ინტენსიური და ინტენსიური ბაღი მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებულია, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალი ტიპის მებაღობას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ცვლილების შედეგად ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი კულტურა დავამატეთ, კომშის კულტურა დაემატა კახეთსა და ქვემო ქართლში, დაემატა მთელი საქართველოს მასშტაბით კენკროვნები,ჟოლო და მაყვალი. კენკროვნები არის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურა იმ თვალსაზრისით, რომ ერთ ჰექტარზე მათი შემოსავალი არის საკმაოდ დიდი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბაღების კომპონენტი ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics