|
2016-11-03 11:58:38, 1836 ნახვა
სამართალი
შსს-მ სოფელ ზვარეში რამდენიმე მუშის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ხარაგაულის რაიონ სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგების მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე მუშის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსს-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23 ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. პროფკავშირების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. დაშავებული მუშები ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რკინიგზელთა ახალი პროფკავშრების წარმომადგენელ ილია ლეჟავას განცხადებით, კიდევ ორი დაშავებული მუშა საავადმყოფოში დილით გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)