|
2015-03-19 17:27:14, 627 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმლემენტაცია კარგად მიდის
ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესით კმაყოფილია. როგორც აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, იმედი აქვს, ზაფხულის დასრულებისთანავე, ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს გახსნიან. აპატურაიმ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს ცენტრი არავისთვის სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენს და არის სიგნალი იმისა, რომ ნატო გადაწყვეტილებების ერთგულია და საქართველოში წარმოდგენილია. "არსებითი პაკეტის იმლემენტაციაც საკმაოდ კარგად მიდის.ნატო-ს ჯგუფი იმყოფება საქართველოში. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ზაფხულის დასრულებისთანავე, უკვე მზად ვიქნებით, გავხსნათ ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ეს იქნება კარგი სიგნალი ჩვენი თანამშრომლობისთვის.ეს არის საქართველოს ცენტრი, საქართველოს ტერიტორია.ნატო- საქართველოს ერთობლივი ცენტრი.ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ნატო-სთან საქართველოს თავსებადობის გასაზრდელად. გავივლით ერთად წვრთნებს.წვრთებს გაივლიან ნატო-ს წევრი პარტნიორი ქვეყნები. ეს არ წარმოადგენს საფრთხეს არავისთვის. არის სიგნალი ყველასთვის, რომ ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი გადაწყვეტილებების, რომ ნატო წარმოდგენილია საქართველოში",-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)