|
2015-03-19 15:01:44, 548 ნახვა
პოლიტიკა
ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიამ 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამა დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის თავმჯდომარეობით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) დამტკიცდა. სხდომის მუშაობაში წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დამტკიცებული დოკუმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით წარედგინება ნატოს მხარეს, რის შემდეგაც აღნიშნულ დოკუმენტს მიმდინარე წლის აპრილში ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განიხილავენ. ცნობისთვის, საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას (ANP) 2009 წლიდან ახორციელებს და მას ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს. დოკუმენტი იმ მნიშვნელოვან რეფორმებს ასახავს, რაც საქართველოს NATO-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოვებას შეუწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)