|
2015-03-19 13:17:24, 430 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ვთხოვ მოსახლეობას, თავი შეიკავონ
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მოსახლეობას სთხოვს, თავი შეიკავონ საპარლამენტო ოპოზიციიის პროვოკაციებისგან, - აღნიშნული განცხადება კალაძემ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას გააკეთა. "ჩვენს ქვეყანაში ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი. ის დრო დასრულებულია, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანებს დევნიდნენ, ხელკეტებით სცემდნენ. ეს დრო დამთავრდა. ზუგდიდს რაც შეეხება, ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ და ვემიკნებით ყოველგვარ დაპირისპირებას. ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, ვისაც შეეხოთ ნაციონალების 9 წლიანი რეჟიმი. მინდა ვთხოვო ყველა ადამიანს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციებისგან",-განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ბავშვებისთვის სკანდალური ფილმის ჩვენებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ბავშვები ზუგდიდში "თავისუფალი ზონის" აქტივისტებმა მიიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)