|
2015-03-18 13:04:59, 541 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაშვილის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციამ პრემიერის სართულისთვის 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სართულისთვის 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა. ამის შესახებ ნადირაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს. შეკვეთილ ავეჯს შორის ბატუტიცაა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქამრების შემოჭერის ინიციატივა მოიწონა და განაცხადა, რომ ყოველგვარი პირდი კომფორტი უნდა დაივიწყონ. "ხსნებული ქამრების შემოჭერა, რაზეც ჩვენ უკვე ღიად ვსაუბრობთ, ეკონომია უნდა გავაკეთოთ ადმინისტრაციულ შესყიდვებზე.უნდა დავივიწყოთ ყოველგვარი პირადი კომფორტი, რემონტი, ახალი ავეჯი, გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით "ექსპრესნიუსი" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ინფორმაციას მოიკითხავენ და მოგვიანებით, სავარაუდოდ, განმარტებასაც გააკეთებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)