|
2016-10-17 15:24:23, 1559 ნახვა
სამართალი
არსებული ინფორმაციით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში ბრალდებულები ნათესავები არიან
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში ბრალდებულები ნათესავები არიან, - ამის შესახებ საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, ბორის ჩაგუნავას მეუღლემ, ნატა ჩაგუნავამ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა. მისი თქმით, ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ოჯახის სიძეა. ამასთან, ნატა ჩაგუნავამ აღნიშნა, რომ ხეჩუაშვილს თავისი კუთვნილი ავტომობილი ჩაგუნავებზე ჰქონდა გაფორმებული. "ამ მანქანით პატარებს კლინიკაში დაგვატარებინებდა. რა პრობლემაა ნათესავის მანქანა გადაიფორმო? ბანკთან ვალი ჰქონდათ, ეს ჩვეულებრივი რაღაცაა. იქიდან იარაღი, რომ გავიდა და მანქანა ჩვენზე რომ იყო გაფორმებული, ყველაფერი ჩვენ მოგვაწერეს. ვერ გეტყვით იარაღი იდო თუ არა მანქანაში, ასე ამბობენ. მანქანაში იარაღი ჩვენ არასდროს დაგვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარები დაგვყავდა. "გარაჟიდან" როდესაც გავიდა მანქანა, იქ იყო იარაღი. სახლში ჩვენ იარაღი არ გვქონია. რადგან მანქანა ჩვენზე იყო გადმოფორმებული, ჩვენ დაგვბრალდა", - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის მეუღლემ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. როგორც უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ სსკ-ის 236-ე მუხლით არის დაკავებული, მე-19/109 მუხლებით კი, ბრალი წარედგინა 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს. შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს კოლმეურნეობის მოედანზე "პირიმზესთან" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის თვითონ გივი თარგამაძეც.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)