00:46 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 15:41:06, 1535 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში ICAO-ს კონფერენცია გაიმართება

17 ოქტომბერს საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპული ბიუროს ექსპერტებს უმასპინძლებს.

ღონისძიებას ICAO-სევროპულ ბიუროში შემავალი ყველა ქვეყნის დელეგატი დაესწრება. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, ასევე ICAO-სსამივე ოფისის (პარიზი, კაირო, ბანგკოკი) წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილება ყველა წინადადება, რაც საჰაერო მარშრუტების მოდერნიზაციასთან,ასევე ევროპის და აზიის ახლო ნაწილის  საჰაერო სივრცის განვითარებასთან არის დაკავშირებული.

საჰაერო მოძრაობის მომსახურების და მარშრუტების განვითარების რეგიონთაშორისი ჯგუფის შეხვედრასICAO-ს პრეზიდენტი ბენარდ ალიუ, ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკური ოფისის რეგიონალური დირექტორი ლუის ფონსეკა დე ალმეიდა და 100-მდე ექსპერტი დაესწრებიან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics