|
2016-10-13 12:15:24, 1443 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 104 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24%-ით მეტია. საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1512 მილიონი აშშ დოლარი იყო (8%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7592 მილიონი აშშ დოლარი (34%-ით მეტი). „უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-სექტემბერში 6080 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5194 მლნ. აშშ დოლარს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით ნაკლებია“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში. სებ-ის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)