|
2016-10-12 19:02:20, 1518 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: საშუალოვადიან პერიოდში გაცვლითი კურსის გამყარებას ველოდებით
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯებს გაცვლით კურსზე ზემოქმედება არ გამოუწვევია. ხადური ოპონენტებს მოუწოდებს, საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად ისეთ განცხადებებს ნუ გააკეთებენ, რომლებიც მათ ავტორიტეტს ეჭვქვეშ დააყენებს. „თუ გადავხედავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის სავალუტო ფონდის დასკვნებს და პროგნოზებს, და ეს პროგნოზები რეალისტურია და არავის არ დაუყენებია ისინი ეჭვქვეშ, მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება და წელს უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი. ეროვნული ბანკიც და ყველა ვთანხმდებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯებს არ გამოუწვევია და არც შეეძლო გამოეწვია გაცვლით კურსზე ზემოქმედება. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ოდნავი ობიექტურობა შეინარჩუნონ და საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად ისეთ განცხადებებს ნუ გააკეთებენ, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებს მათ ავტორიტეტს“,-განაცხადა ხადურმა. მანვე დასძინა, რომ კონკრეტული პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება. თუმცა, ფინანსთა მინისტრის თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში გაცვლითი კურსის დასტაბილურებასა და გამყარებას ელოდებიან. „ესაა მოკლევადიანი რყევები, რაზეც ეროვნულმა ბანკმა განცხადება გააკეთა“, - განმარტა ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)