18:56 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 14:25:12, 474 ნახვა

პოლიტიკა
ჟენევის მოლაპარაკებების 31-რაუნდზე ე.წ. „სამოკავშირეო ხელშეკრულებას“ განიხილავენ

ჟენევის 31-ე  რაუნდზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა  ოკუპირებული  ცხინვალის რეგიონთან ე.წ. „სამოკავშირეო ხელშეკრულების“ გაფორმება იქნება, რომელსაც ხვალ რუსეთის ფედერაცია   ოკუპირებ ცხინვალის რეგიონთან გააფორმებს.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჟენევის  31- ე რაუნდზე  ქართული მხარე მწვავედ დასვამს ყველა იმ საკითხს, რომელიც ქვეყნისთვის იქნება საინტერესო.
„ე.წ. ცერემოინალი, რომელიც დაგეგმილია  18 მარტისათვის, ამ შემთხვევაში მნიშვენოლაბა არა აქვს ეს არის  გაუმიზნავი დამთხვევა თუ პირიქით  მიზანმიმართული პროვოკაცია, ყველა შემთხვევაში ეს არის გამომწვევი ნაბიჯი.  დღეს,  ჩვენ ვისაუბრებთ თანათავმჯდომარეებთან  ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში,  ასევე ამერიკელ კოლეგებთან, ძალიან მწვავედ დავსვამთ ამ საკითხს  და მოვსინჯავთ გზებს როგორ შეიძლება  სწორედ ის, რომ  მაქსიმალურად გამახვილდეს ყურადღება იმ თემებზე, რომელიც აინტერსებს ქართულ მხარეს“,-აღნიშნა  ციხელაშვილმა.
ამასთან, ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდში მონაწილეობის მისაღებად ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი ომარ ჯიოევი ჩამოვიდა, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
ცნობისთვის, ჟენევის მოლაპარაკებები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალ ადგილობრივი დროით 17:00 საათისთვის პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც შეჯამდება ორი დღის მუშაობის  შედეგები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics